თემის მიზანია გააცნოს
ბავშვებს მცენარეები, მათი განვითარების ციკლი და მნიშვნელობა ადამიანისა და
გარემოსათვის. ბავშვები დაფიქრდებიან იმაზე, თუ რა არის ცოცხალი ბუნება. მათ
მიეცემათ საშუალება, დააკვირდნენ სხვადასხვა სახეობის მცენარეებს, განსაკუთრებით,
ხეებს, მათ ნაყოფსა და თესლებს; გაარკვიონ, როგორ იკვებება მცენარე, რა არის
საჭირო მისი განვითარებისთვის.
ღონისძიებას
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, განათლების,
კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, მერიის
განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის
უფროსი როზეტა შულაია ესწრებოდნენ.