2 მარტს, ქალაქ ხობის N1 საბავშვო ბაღში გაზაფხულის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საბავშვო ბაღის დარბაზში შეკრებილი მაყურებლის წინაშე პედაგოგები, აღსაზრდელები და მშობლები სახალისო ნომრებითა და სიმღერებით წარსდგნენ.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია ესწრებოდნენ.
video