მხიარული თამაშები ქ. ხობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღში


ქალაქ ხობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღში ,,მხიარული თამაშები“ გაიმართა, რომელშიც პატარებთან ერთად, მათმა აღმზრდელებმა და მშობლებმა მიიღეს მონაწილეობა.
მხიარულ თამაშებში მონაწილე ორმა გუნდმა „მამაცები“ და „ყოჩაღები“ თანაბარი ქულები დააგროვეს და ჟიურის გადაწყვეტილებით შეჯიბრი ფრედ დასრულდა.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია ესწრებოდა.