„ღია კარის“ დღე ქალაქ ხობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღში (video)


16 მაისს, ქალაქ ხობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღში გაიმართა „ღია კარის“ დღე. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელები. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია გაეცნო ,,სასკოლო მზაობის პროგრამას”, რომელიც თამაშით სწავლების მეთოდიკას გულისხმობს.