საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდა შენობის გადახურვა, სრულად კეთილმოეწყო გარე და შიდა ინტერიერი, საკლასო ოთახები, მოსასვენებელი, სასადილო ოთახები, სამზარეულო, სველი წერტილები. მთლიანად გამოიცვალა კარ-ფანჯრები, დამონტაჟდა ახალი - წყალგაყვანილობის, ელექტროგაყვანილობის და გათბობის სისტემები. სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა ხობის N1 საბავშვო ბაღის სამივე კორპუსს.
ხობის N1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ხობის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით გახდა შესაძლებელი. პროექტის ღირებულება 489 000 ლარია. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „მშენებელი პლიუსმა“ შეასრულა.
2 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის 28 ბაღში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი დაიწყო.