ადგილობრივი თვითმმართველობისა და საერთაშორისო ასოციაცია ,,კივიტას გეორგიკას" შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, დღეს ქალაქ ხობის №1 საბავშვო ბაგა-ბაღში გაიხსნა სასკოლო მზაობის ცენტრი (ერთი ჯგუფი 20 აღსაზრდელზე). სასკოლო მზაობის ჯგუფი განკუთვნილია 2009 წელს დაბადებული ბავშვებისთვის, რომლებსაც 6 წელი უსრულდებათ 2015 წლის 1 დეკემბრამდე.
,,კივიტას გეორგიკამ" სასკოლო მზაობის ცენტრი მოამარაგა სათანადო ავეჯით, სასწავლო მასალებით, კოსმეტიკური რემონტისათვის საჭირო სარემონტო მასალებით.
გახსნას დაესწრნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან მოწვეული სკოლამდელი განათლების თანამშრომლები.