ჩვენ
ყველაფერი საუკეთესო გვინდა ჩვენი შვილებისათვის: გვსურს იყვნენ ჯანმრთელები,
წარმატებული ადამიანები და ჰქონდეთ კარგი მომავალი.
ამისათვის
პირველ რიგში ყველა მშობელი ირჩევს ხარისხიან სკოლამდელ დაწესებულებას.
მე,
როგორც ერთ-ერთმა მშობელმა ჩემი პატარა მივანდე ხობის #1 ბაგა-ბაღის
აღმზრდელ-მასწავლებლებს და არჩევანშიც არ შევმცდარვარ.
საბავშვო
ბაღში აღმზრდელ-მასწავლებლები ცდილობენ პატარებს ხელი შეუწყონ ახალი პროგრამის
დანერგვასა და განხორციელებაში. გამოავლინონ ბავშვების ინტერესები-შესაძლებლობები
და განავითარონ იგი.
როგორც
მშობელი აქტიურად ვარ ჩაბმული სასწავლო პროცესში და სირთულეების შემთხვევაში
აღმზრდელ-მასწავლებლების რჩევებს ვითვალისწინებ.
ჩემი
პატარისათვის ბაღში წასვლის ყოველი დღე არის დღესასწაული. და ეს აღმზრდელის
კოლოსალური შრომის შედეგია. ბავშვისთვის
ყოველი თემის შესწავლა სახალისოა, ყოველი თვის ბოლოს ჯგუფში „ყველაზე ჭკვიანის“
გამოვლენა ერთობლივი შრომის კიდევ ერთი გამარჯვებაა და სიხარული.
ეს არის
ერთი დიდი წრე: ბავშვი, მშობელი, აღმზრდელი და ოჯახი, რომელიც თითოეულ პატარას
ქვეყნის სასიკეთო მომავალს ქმნის.
მშობელი:
ლალი შალამბერია