ტერმინი
„საბავშვო ბაღი“ გერმანელი ფრიდრიხ ფრებელის დამკვიდრებულია. მასვე ეკუთვნის იდეა მცირეწლოვანთა
ფიზიკურ და ფსიქიკურ ჩამოყალიბებაში დიდაქტიკური თამაშების მნიშვნელობის შესახებ.
საქართველოში XIX საუკუნიდან
დაარსდა პირველი სკოლამდელი დაწესებულებები. ცნობილია, რომ დაბა ხობში პირველი საბავშვო
ბაღი 1933 წლიდან ფუნქციონირებდა.
სოფელ
ნოჯიხევში, საურიოს უბანში, მე-20 საუკუნის
40-იან წლებში გაიხსნა საბავშო ბაღი, რომლის პირველი გამგე გახლდათ ზინა ცხომარია.
ის შენობა 77 წლისაა და ამჟამადაც საბავშვო ბაღია განთავსებული.
1967
წელს ხობში გაიხსნა საბავშო ბაღის ახალი შენობა, რომლის გამგე იყო ზინა ცხომარია. ბაღი
შეიცავდა 3 კორპუსს 7 ჯგუფით, 210 ბავშვითა
და 45 თანამშრომლით.
1991
წელს ხობის #1 საბავშვო ბაგა-ბაღის გამგედ დაინიშნა ლამარა ბერიშვილი. დროთა განმავლობაში
ბავშვთა კონტიგენტის შემცირებამ პარალელურად გამოიწვია ჯგუფების შემცირება. 2007 წლიდან 2015 წლამდე ხობის #1 საბავშვო ბაგა-ბაღის მთავარი სპეციალისტი მარინე შონია. ( ამ პერიოდში ბაღში ირიცხებოდა 100 აღსაზრდელი და მუშაობდა 18 თანამშრომელი)
2015-2016 წლებში ბაღის მთავარ სპეციალისტად მუშაობდა ივეტა ცანავა.
2016 წლიდან ბაღის მთავარი სპეციალისტია ნონა ალანია
2017 წლის თებერვალში სრულად სამივე კორპუსისა და დამატებითი ნაგებობების რეკონსტრუქციის შემდეგ საზეიმოდ გაიხნა სასწავლო პროცესი.
ამჟამად ფუნქციონირებს 6 ჯგუფი 152 აღსაზრდელითა და 23 თანამშრომლით.